უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სევასტოპოლთან რუსული ფლოტის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს დილით ანექსირებულ სევასტოპოლთან მომხდარი აფეთქებები შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე თავდასხმის შედეგი იყო:

„20 სექტემბერს, დილით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული დარტყმა მიაყენეს შავი ზღვის საოკუპაციო ფლოტის სამეთაურო პუნქტს სოფელ ვერხნესადოვოსთან, დროებით ოკუპირებული სევასტოპოლიდან არც თუ ისე შორს“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტყობინებაში. 

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ სევასტოპოლის მახლობლად ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი