"ოცნების" ხელისუფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ღიად უკანონო, უკიდურეს ნაბიჯებსაც აღარ ერიდება. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი და დერეფანი დღეს უმწვავესი დაპირიპირებისა და ხელჩართული ჩხუბის პოლიგონად იქცა.
ოპოზიციამ, რომელიც პოლიტიკურ დებატებს და ნათია თურნავას დაბარებას ითხოვდა პარლამენტში, ჯერ უარი მიიღო, რასაც კონფლიქტის ექსკალაცია მოჰყვა. დღის ბოლოს "ქართულმა ოცნებამ" დასანქცირებული და აგენტობაში მხილებული ფარცხალაძის საქმეზე პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გადაწყვეტილბა მიიღო და იუსტიციის სამინიტრომ მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და პრეზიდენტს შესაბამისი დოკუმენტაცია გადაუგზავნა.