
კიდევ ერთი რუსი საქართველოს პარლამენტის დარბაზში. გავრილოვის სკანდალი ამჯერად მცირე მასშტაბით განმეორდა. საქართველოს პარლამენტის დარბაზში სრულიად მოულოდნელად რუსი ბიზნესმენი, კანონიერი ქურდის შვილი, ეფ-ეს-ბეს ყოფილი თანამშრომელი და კრემლთან დაახლოებული მამუკა ფიფია აღმოჩნდა.
როგორ მოხვდა ეს პიროვნება სხდომათა დარბაზში, სადაც დეპუტატების გარდა შესვლა კატეგორიულად ეკრძალება ყველას - გაუგებარია. მმართველი პარტია დღეს ფაქტის უარყოფას ცდილობდა თუმცა ბოლოს გაირკვა, რომ რუსი ბიზნესმენის მასპინძელი "ქართული ოცნების" დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე იყო.
ავტორი: ზურა პეტროსიანი