ბინები, კომერციული ფართები, სასტუმროს ნომრები, მიწის ნაკვეთები - რა ქონება გადაუფორმა ფარცხალაძემ შვილს

გამოქვეყნდა:

ამერიკის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონებისა და ბიზნესის შვილზე გადაფორმება დაიწყო. უძრავი ქონების რეესტრში გუშინდელი - 20 სექტემბრის თარიღით იძებნება 12 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილს - ანდრია ანზორ ფაცხალაძეს აჩუქა უძრავი ქონება თბილისში, ბაკურიანსა და ტაბახმელაში -  ბინები, კომერციული ფართები, დასრულებული და დაუსრულებელი მშენებლობები, მიწის ნაკვეთები.

ასევე შვილს აჩუქა წილი კომპანია "შპს ჯიპიეს კონსალტინგ"-ში. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე საქართველოში რეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანიის, "ბოდი გარდი"-ს 100%-ს ფლობს.

თითოეული ქონების დაჩქარებული წესით შვილისთვის გადასაფორმებლად ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა.

ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს გადასცა:

  1. სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1001 კვადრატი;
  2. სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა - 25.28 კვადრატი;
  3. სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა - 26.04 კვადრატი;
  4. კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა - 143.25 კვადრატი;
  5. კომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა - 336.24 კვადრატი;
  6. კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა - 101.31 კვადრატი;
  7. კომერციული ფართი ვაკეში ყიფიშიძის ქუჩაზე - 204.16 კვადრატი;
  8. ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე)  - 77.51 კვადრატი;
  9. ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 90.69 კვადრატი;
  10. ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 38 კვადრატი;
  11.  სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი -  1030.00 კვადრატი; 
  12. სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 2058.00 კვადრატი - ამ მიწის ფართობზე ეკლესიაცაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი