
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ანექსირებულ ყირიმზე დრონებით შეტევა იყო. ტელეგრამ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აფეთქებების ხმა გაისმა ევპატორიის, სიმფეროპოლის და სევასტოპოლის რაიონებში.
ყირიმის ე.წ. "ხელმძღვანელის" მრჩეველი ოლეგ კრიუჩკოვი წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 19 უკრაინული დრონი შავი ზღვისა და ყირიმის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, მისივე განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ თითო უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა კურსკის, ბელგოროდისა და ორიოლის რეგიონების ტერიტორიებზე.