რუსეთის თავდაცვის ცნობით, ყარაბაღში რუსი სამხედროები დაიღუპნენ, ფაშინიანი პუტინს ესაუბრა - ვითარება ყარაბაღში

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთიან ყარაბაღში "რუსი სამშვიდობოების" მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა. ინციდენტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ მოხდა.

სამხედროები სოფელ ჯანიატაგის მახლობლად სადამკვირვებლო პუნქტიდან ბრუნდებოდნენ. ლავროვის უწყების ცნობით, მომხდარის გარემოებების გარკვევის მიზნით, ადგილზე აზერბაიჯანის და რუსეთის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ. უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში და რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი. 

მოგვიანებით სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ეს მათი პირველი საუბარია მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შემდეგ. სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე იმსჯელეს.

კრემლის ინფორმაციით, საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა. საუბარში პუტინმა "კმაყოფილებით" აღნიშნა, რომ შესაძლებელი გახდა კონფლიქტის მწვავე ფაზის დაძლევა და მიესალმა "რუსი სამშვიდობოების აქტიური მონაწილეობით" მიღწეულ შეთანხმებას საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტისა და 21 სექტემბერს მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი