შაქარაშვილის საქმის ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ

გამოქვეყნდა:

შაქარაშვილის საქმის ადვოკატები, რომლებმაც გაუთქმელობის ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, დღეიდან შემთხვევის ადგილას საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებას იწყებენ.

ჩატარდება 3 სხვადასხვა ექსპერიმენტი, მათ შორის, დროის, რელიეფისა და ხილვადობის გათვალისწინებით. უფლებადამცველებმა მიღებული შედეგები საგამოძიებო უწყებას უნდა გადასცენ.

ადვოკატებმა მტკიცებულებების წარდგენა  წინასასამართლო სხდომამდე უნდა მოასწრონ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ იმ პირების დაკითხვაც გახდეს საჭირო, რომლებიც საგამოძიებო უწყებას ჯერ არ გამოუკითხავს. უფლებადამცველების თქმით, პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებებები.

ჩავატარებთ რამოდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტს. მათ შორის, დროს გადავამოწმებთ, რამდენად რელევანტურია, რაც ბრალდების დადგენილებაში არის. ასევე ჩვენ გადავამოწმებთ ბრეგვაძის ჩვენებას, - ამბობს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდე კობაიძე.

ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ კი ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც აღნიშნა, რომ  ექსპერტიზის ჩატარებას დრო სჭირდება და სწორედ ამიტომ დაგვიანდა საქმეში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო 14 შეკითხვა. გაიცა დასკვნა, რომლის ფორმატშიც 6 შეკითხვას გაეცა პასუხი. დარჩა 6 საკითხი, რომელზეც გრძელდება კვლევა, - განმარტავს გეჯაძე.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან

ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი