იევლახში აზერბაიჯანისა და ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იქნება მსჯელობა მათ შორის მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხების მომავალზე. კონფლიქტის ზონაში ცეცხლი გუშინ შეწყდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.
მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას, ალიევმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს და თქვა, რომ დაიწყო „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა“ და მათ მიერ იარაღის ჩაბარება. ილჰამ ალიევის განცხადებით, მსოფლიო ყარაბაღს ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებდა და დღეს ამას უკვე სომხეთიც აღიარებს.