ბოლო ექვსი თვის შემდეგ პირველად, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს დაესხა თავს. უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის, ["უკრენერგო"] ცნობით, ღამის და დილის თავდასხმების შედეგად ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
თავდასხმის გამო რივნის, ჟიტომირის, კიევის, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია. ელექტროენერგიის გარეშეა 398 დასახლება.
ცნობისთვის, 21სექტემბრის ღამეს ოკუპანტები თავს დაესხნენ რამდენიმე რეგიონს, მათ შორის კიევსა და კიევის ოლქს.