
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ ქვეყნის მასშტაბით გაშვებული 43 რაკეტიდან, 36 ჩამოაგდო.
ზალუჟნის განცხადებით, ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც თვითმფრინავებიდან გაუშვეს "მუდმივ ცვლის კურსს მარშრუტის გასწვრივ".
ხუთშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა "მასიური სარაკეტო შეტევა" განახორციელეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მრავალ რეგიონში.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიჭრა კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა ხარკოვში.
იმავდროულად, რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ქალაქ ხერსონში.