"ფორმულას" წამყვანის შვილის საქმეზე სააპელაციომ დამცავი ორდერი ძალაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ძალადობრივი "ალტ-ინფოს" წევრის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი. საქმეს მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე განიხილავდა.

საქმე ეხება "ფორმულას" ტელეწამყვანის, ელისო ჯარიაშვილის შვილის ვიდეოს, რომელიც ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის წევრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, ვიდეო კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორდერი გამოცემული იყო კანონიერად. 

"საქმე შეეხებოდა ხატია ჯანაშიას მიერ არასრულწლოვნის ვიდეოს გამოყენებას, დამონტაჟებას და გავრცელებას იმგვარად, რომ საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა თითქოს არასრულწლოვანი საუბრობდა წიგნზე, რომელიც ლგბტქ თემატიკაზეა დაწერილი, რითაც წარმოიშვა საფრთხე არასრულწლოვნის მიმართ კონსერვატიული და ულტრა მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან", - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ცნობითვე, ორდერი გამოცემულია 9 თვის ვადით. ხატია ჯანაშიას აეკრძალა არასრულწლოვნის გამოსახულების გამოყენება და გავრცელება; ასევე, ყველა სახის მედია საშუალებების (მათ შორის - სოციალური მედიის) და სოციალური ქსელების გამოყენებით, არასრულწლოვნის შესახებ საუბარი. იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი