
მე რა ვიცი უნდა დაიჭირონ თუ არა, პროკურატურა ვარ თუ რა ვარ კაცო - ასე პასუხობს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე ფარცხალაძის დაცვის წევრების მხრიდან, ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებულ შეკითხვას. ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხი შესწავლილი უნდა იყოს.
შეგახსენებთ , გუშინ, 20 სექტემბერს ფარცხალაძის დაცვა TV პირველის და ფორმულას გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ტვ პირველისა და ფორმულას გადამღები ჯგუფები დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ და კაციტაძის უწყებას ფარცხალაძის დაცვის წევრების მხრიდან ძალადობაზე, ინფორმაცია მიაწოდეს.