საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.
ნანა ყეინიშვილი ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგია. მან განათლება 1981-1986 წლებში, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მიიღო. 2005 წელს ყეინიშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა, ასევე, 2022 წლიდან არის ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი.
ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წლებში, "ქართული ოცნების" პარტიული სიით შევიდა პარლამენტში და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. მანამდე კი, 2001-2012 წლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი იყო.
თეიმურაზ ხომერიკი 1990-1995 წლებში მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთდროულად იურისპრუდენცია და ეკონომიკა-ფინანსები ისწავლა. 2004-2005 წლებში საჯარო ფინანსების მაგისტრის წოდება მიიღო ტოკიოში, პოლიტიკურ სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტში. ხომერიკმა 2015-2016 დაამთავრა საერთაშორისო განვითარების სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტი ჟენევაში - სამაგისტრო პროგრამა აღმასრულებელთათვის, დიპლომი განვითარების პოლიტიკასა და პრაქტიკის საკითხებში.
თეიმურაზ ხომერიკი სხვადასხვა წლებში იყო სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეროვნული პროგრამების კოორდინატორი, ღირებულებათა ინსტიტუტის დირექტორი, განყოფილების უფროსი საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში.