
საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკა მიიჩნევს, რომ ბელორუსში მშვიდობიან დემონსტრანტებს და ამომრჩეველს ღირესბით უნდა მოეპყრან. ამ თემაზე კომენტარი ელჩმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ბელორუსში არ ჩარტადა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოვუწოდებთ ბელორუსს მისცეს უფლება მშვიდობიან დემონსტრანტებს გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდობიანად და შეკრების უფლება იყოს რეალიზებული. აშშ- მხარს უჭერს ბელორუსის სუვერენიტეტს და ვთვლით, რომ ამომრჩევლებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, უნდა მოეპყრონ ღირსებით, - თქვა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.
გუშინ, 16 აგვისტოს მინსკში მრავალათასიანი აქცია გაიმართა, რომელსაც ლუკაშენკომ კონტრაქცია დაუპირისპირა. ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მზადაა მშვიდობიან გამოსვლებს სათავეში ჩაუდგეს და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვოს.
ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა და მოლაპარაკებები რუსეთთან დაიწყო. კრემლმა მზადყოფნა გამოხატა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელორუსს "დაეხმაროს".
ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.