რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი შეზღუდა - "შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით მთავრობამ შემოიღო დროებითი შეზღუდვა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს. 

შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერი მიხაილ მიშუსტინი აწერს.

რუსული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვე, საწვავის ფასი რუსეთში რეკორდულად მაღალ დონეზე იყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი