მარცვლეულის ემბარგოსთან დაკავშირებით, უკრაინა და პოლონეთი კომპრომისის მოძებნაზე შეთანხმდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ რობერტ ტელუსმა მარცვლეულის ემბარგოსთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს და შეთანხმდნენ, იპოვონ გამოსავალი, ორივე ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებს. 

სამინისტროს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ექსპორტის საკითხებზე თანამშრომლობის ვარიანტს შეიმუშავებენ.

შეთანხმების მიხედვით, მომდევნო მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაიმართება, რომლის დროსაც ორივე მხარის მიერ მომზადებულ საკითხებს განიხილავენ. ასევე, პოლონური მხარე შეისწავლის უკრაინის ექსპორტის გეგმას და მოამზადებს საკუთარ წინადადებებსაც.

ცნობისთვის, 2023 წლის გაზაფხულზე, შიდა ბაზრის დასაცავად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა,  დროებით აკრძალა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი. სექტემბერში ევროკომისიამ აკრძალვა, რომელიც 15 სექტემბრამდე მოქმედებდა, არ გააგრძელა, მიუხედავად ამისა, პოლონეთმა  შეზღუდვები არ მოხსნა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი