ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $37 150 000 გაყიდა, მაგრამ ლარი მაინც გაუფასურდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 50 მლნ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 37 150 000 დოლარი გაყიდა. მიუხედავად სავალუტო ინტერვენციისა, ლარი გაუფასურდა.

21 სექტემბრის ოფიციალურ კურსთან შედარებით სავალუტო აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო კურსი 1.34 თეთრით მეტია. ოფიციალური კურსი 17:00 საათზე გამოქვეყნდება.

ეს უკვე მეორე სავალუტო ინტერვენციაა მას შემდეგ, რაც ნათია თურნავას გადაწყვეტილებით სანქციების აღსრულების წესი შეიცვალა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა თანამდებობები დატოვეს. 

20 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 20 მლნ დოლარი გაყიდა.

დღეს მოქმედი კურსით კი, 1 აშშ დოლარი 2.6750 ლარი; ევრო კი 2.8631 ლარი ღირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი