"რუსეთის აგენტების წინააღმდეგ "- ხვალ, გომელაურის მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან აქცია იქნება

გამოქვეყნდა:

"რუსეთის აგენტების წინააღმდეგ - 22 სექტემბერს პარლამენტის უკან, დილის 11 საათზე! "- ოპოზიცია ხვალ საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას აანონსებს.

აქცია შს მინისტრის მოსმენის პარალელურად გაიმართება. ხვალ ვახტანგ გომელაური პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიდის. 

გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.

ხვალვე დაგეგმილი ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის მოსმენაც. ის ანაკლიის პორტის თემაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ არის მიწვეული.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი