
საქართველოს ავტოიმპორიორთა ასოციაცია პრემიერ გახარიას მიმართავს. ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი გაკოტრების საშიშროების წინაშე დგანან.
ავტოიმპორტიორები პრემიერს მოუწოდებენ, მაისის თვის შემდეგ შემოყვანილ ავტომანქანებზეც გადაავადოს მთავრობამ განბაჟების გადასახადის ვალდებულება. მათი თქმით, საშეღავათო პერიოდი მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებებს შეეხო, რომლებიც 1 მაისამდე შემოვიდა ქვეყანაში. ასოციაცია მთავრობის მეთაურს დღეს წერილითაც მიმართავს, თხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.
2020 წლის 1 მაისის შემდეგ ვინც შემოიყვანა მანქანა, ეს შეღავათი თუ არ შეეხო ამ ხალხს, ამის შემდგომ მიდიან ჯარიმებზე. გაურკვეველია, რატომ უნდა შეეხოს შეღავათი 1 მაისამდე შემოყვანილს და რატომ არა - 1 მაისის შემდეგ შემოყვანილს, - ამბობს ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი.