დიდ ბრიტანეთში 5 პირს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალს წაუყენებენ - ბრიტანეთის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

დიდ ბრიტანეთში 5 პირს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალს წარუდგენენ. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ბრიტანეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ვრცელდება.

ბრალდებულები ეროვნებით ბულგარელები არიან, მათგან სამი მამაკაცი, ხოლო 2 ქალია. 

პროკურატურის სპეც. დანიშნულებისა და ტერორიზმის საწინააღმდეგო განყოფილების უფროსის, ნიკ პრაისის განცხადებით, ბრალდებულებს 2020 წლის 30 აგვისტოდან -  2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში ინფორმაციის ჯაშუშურად მოგროვების მცდელობისთვის წარედგინებათ ბრალი. მისი თქმით, ეს ქმედება სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას ემსახურებოდა.

სამ მათგანს თებერვალში ყალბი პირადობის გამოყენებისთვის თებერვალში ბრალი უკვე წარუდგინეს.  ჯაშუშობასთან დაკავშირებული პროცესი ვესტმინსტერის სასამართლოში 26 სექტემბერს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი