"ოცნება" ფარცხალაძის გადასარჩენად | სახდეპის გაფრთხილება და მოსალოდნელი სანქციები მის გარემოცვას

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სანქციებს სტრატეგიული პარტნიორის გაფრთხილება მოჰყვა. ოფიციალური ვაშინგტონი ზედმიწევნით ადევნებს თვალს, როგორ სრულდება სანქციების აღსრულების პროცესი, რომლის ნაცვლადაც ოლიგარქიულმა კლანმა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის გადასარჩენად კოორდინირებული კამპანია დაიწყო.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიმართავს "ქართულ ოცნებას" და პირდაპირ ამბობს, რომ ის პირები, რომლებიც ოთარ ფარცხალაძეს სანქციების გვერდის ავლაში ხელს შეუწყობენ, თავად დგანან სანქციების რისკის ქვეშ. კიდევ ერთი გაფრთხილება ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიიღო. ეროვნული ბანკის უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შემდეგ, დონორი ორგანიზაცია საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მომავალზე გადაწყვეტილებას დეტალურად შესწავლის შემდეგ მიიღებს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი