"შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულები აღარ უნდა გავხდეთ" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ გაზსა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულები აღარ უნდა გავხდეთ", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნიუ იორკში საუბრობს. 

"ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია ფუნდამენტურადაა შეცვლილი… ადრე ბევრ ევროპელს ეგონა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულობა აბსოლუტურად ნორმალურია. ისინი ცდებოდნენ… ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ გაზსა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულები აღარ უნდა გავხდეთ...მე არ ვამბობ ჩინეთთან თანამშრომლობის არასაჭიროებაზე, მაგრამ მასზე ძალიან არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები", - თქვა სტოლტენბერგმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი