აშშ-ში სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა | არის მსხვერპლი, დაშავდა სულ მცირე 45 პირი

გამოქვეყნდა:

შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკთან ახლოს, სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა. CNN-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი დაიღუპა, 45-მდე კი დაშავდა.

მედია წერს, რომ სკოლის მოსწავლეები ბანაკში, მუსიკალური ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ. შემთხვევის ადგილას პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო ვერტმფრენიც. 

ავარიის გამო გადაკეტილია მაგისტრალი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი