"რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ადამიანმა, რომ რუსულ ბაზარზე მოახდინოს რეალიზება თავისი პროდუქტის", - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე TV იმედის ეთერში საუბრობს.
რატომ უნდა გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც, თავიდანვე ვიცი, რომ დამაზიანებელია. იგივე სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით, ხო. ეხლა სულელი ხომ არავინ არ არის. ყველა კარგად ხვდება, ჩვეულებრივად, რიგითი მოქალაქე ძალიან მარტივად ხვდება. გლეხი, რომელიც მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, რაღაცას ქმნის, რაღაცას აკეთებს, პროდუქცია და ამის რეალიზებას თუ არ მოვახდენთ რუსულ ბაზარზე, პირობითად ვიძახი, რუსულ ეკონომიკას დავანგრევთ ამით? ეს ხომ აბსურდია, ეს ხო სისულელეა. მაგრამ დავანგრევთ საკუთარს. დავანგრევთ იმ გლეხს, იმ მუშას, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აკეთებს, ქმნის. რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ადამიანმა, რომ რუსულ ბაზარზე მოახდინოს რეალიზება თავისი პროდუქტის. აქ შემოდის ხო ის თანხები, ქართულ ეკონომიკაში, - ამბობს კალაძე.