ქობულეთში, კაფე "ჰავანას კლასტერიდან" კიდევ 2 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

Აჭარაში კორონავირუსის სამი ახალ შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორი ე.წ. "ქობულეთის კლასტერს" უკავშირდება. ვირუსი კაფე "ჰავანადან" დადასტურებული შემთხვევბის 2 კონტაქტს დაუდასტურდა.

ორი არის ახალგაზრდა კაცი, ქობულეთის ცნობილ შემთხვევასთან კონტაქტი, ჩივილები არ აქვთ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ერთი არის ასაკოვანი ქალბატონი რომელიც საკარანტინო ზონიდან იქნა გადმოყვანილი ჩვენთან, მასაც ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი, - თქვა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის მთავარმა ექიმმა, გია კიკაბიძემ.

ჯამში ქობულეთიდან კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში კი 12 მოქალაქე იმყოფება. ტესტირების ნიმუშები დამატებით 110 ადამიანს აქვს აღებული.

17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 341
  • გამოჯანმრთელებულია - 1 092 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 082
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი