რუსებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები დღეს დილით უკრაინის ქალაქ ხერსონში საცხოვრებელ კორპუსებს დაესხნენ თავს. დაბომბვის შედეგად 25 წლის კაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

როგორც ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდ პროკუდინი ამბობს, მტრის ჭურვების გამო საცხოვრებელ კორპუსსა და ავტოფარეხში ხანძარი გაჩნდა.

დამატებითი დეტალები ზუსტდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი