რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქს "ისკანდერებით" შეუტიეს - დაშავდა 16 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს "ისკანდერის" ტიპის რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც დონეცკის რეგიონული პროკურატურა ამბობს, ოკუპანტებმა გუშინ ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე, ორი დარტყმა განახორციელეს. მათ მიზანში საცხოვრებელი კორპუსები ჰქონდათ ამოღებული. ერთ-ერთი რაკეტა სწორედ 2-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

ასევე, დაზიანებულია სხვა მრავალბინიანი კორპუსების ფანჯრები, ფასადები, სახურავები, მანქანები და ავტოფარეხები. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

დონეცკის საოლქო პროკურატურის თქმით, წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი