"იქ მინისტრი იქნებოდა, თუ მინისტრის მოადგილე, დაიქცა ქვეყანა იმით, რომ ან რომ ყოფილიყო გადარჩებოდა რამე? იქ სამ საათში მოთავებული იყო სუყველაფერი, უბრალოდ მოსაძებნი იყო ხალხი და ის ვინც გახიზნეს გამოსაყვანი, თორემ, იმათ არაფერი აღარ ეშველებოდათ. ბეტონის პლიტასავით იყო დასხმული სუყველაფერი იქ. მაგაზე დიდები მომხდარა, უწერაში სოფელი წაიღო მთლიანად. მე არ ვიძახი, რომ კარგია , ვიღაც გადააკეთებს, აუ ესე თქვაო....
თქვა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტში, შს მინისტრის ინტერპელაციაზე, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.