EU-ს სახსრების ბოროტად გამოყენება და გაფლანგვა - მედიის ცნობით, საფრანგეთში შესაძლოა მარინ ლე პენი გაასამართლონ

გამოქვეყნდა:

პარიზის პროკურატურა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენის გასამართლებას გეგმავს.

ფრანგ ოპოზიციონერ ლიდერს ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ინფორმაციას  AFP ავრცელებს.

ყველაფერი 2015 წელს, ლე პენის ევროპარლამენტის წევრობის დროს დაიწყო. პროკურორები ამტკიცებენ, რომ ლე პენი და მისი მამა ჩართულები იყვნენ თანაშემწეების დასაქმების ფიქტიურ სქემაში. სწორედ ამ მეთოდით, მათ 2009-2017 წლებში 6.8 მილიონი ევრო გაფლანგეს. 

მთლიანობაში ამ საქმეში, 11 დეპუტატი, მათი თანაშემწეები და ლე პენის პარტიის კიდევ ოთხი წევრი ფიგურირებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლე პენსაც და სხვა ბრალდებულებსაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და გაფლანგული ფულის ორმაგი ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ. 

გარდა ამისა, სასამართლოს ლე პენისთვის თანამდებობის დაკავების 10 წლიანი დისკვალიფიკაციის გამოცხადებაც შეუძლია, რაც 2027 წლის არჩევნებში მისი მონაწილეობის საკითხს  ეჭვქვეშ დააყენებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი