
უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
უწყების ცნობით, პოლტავაში, ჩერკასში, კიროვოჰრადში, მიკოლაივში, ხერსონში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში გამოცხადებული განგაში რუსეთის მხრიდან, ფრთოსანი რაკეტების გაშვებას უკავშირდება.