ბაიდენი ზელენსკის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას დაპირდა - NBC

გამოქვეყნდა:

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ომში დასახმარებლად უკრაინას მცირე რაოდენობით ATACMS-ის რაკეტებს გადასცემს - ამის შესახებ NBC News-ი სამი ამერიკელი ოფიციალური პირისა და კონგრესის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

ოფიციალური პირებს, არ დაუკონკრეტებიათ დრო, როდის გადაეცემა უკრაინას რაკეტები, ან როდის გაკეთდება ამაზე საჯარო განცხადება.

ATACMS რაკეტები უკრაინას საშუალებას მისცემს დაარტყას სამიზნეებს 300 კილომეტრის მანძილზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი