ბატონო ვახტანგ, ეს კაცი გეცნობათ? ბორტნიკოვი - „ეფესბეს“ დირექტორი, თქვენზე თქვეს, რომ ამ ადამიანს ხვდებოდით - ხაბეიშვილი გომელაურს

გამოქვეყნდა:

„გარეთ მიდის აქცია - „არა რუსეთის აგენტის“ და „დააკავეთ რუსეთის აგენტი ფარცხალაძე.“ ფარცხალაძე ჯერ კიდევ ბოტასიპარია კაცი პროკურორად რომ დანიშნეთ ეს იყო ტრაგედია, მერე ფარცხალაძემ ერთ დღეში სამი მილიონი ლარის 12 უძრავი ქონება რომ დაირეგისტრირა, ჯერ მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება, მაგრამ თქვენ ყური არ შეგიბერტყავთ, თქვენი მინისტრი, კოლეგა, ერთ მაგიდასთან რომ ისხედით, სარდაფში რომ ჩაიყვანა და სცემა, მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება. მთავარი აუდიტორი ქვეყანაში საჯაროდ, დღისით, მზისით სცემა, მაგრამ მაინც ფარცხალაძის დაცვაში ხართ. 

ამასობაში, აგენტიაო თქვა აშშ-მ, რუსეთის სახელმწიფო ამბობს, რომ რუსეთის პატრიოტი არისო, ფარცხალაძემ ომის პირობებში ხელი მოაწერა რუსეთის მოქალაქეობა აიღო, მარტო მდინარაძეს და კობახიძეს არ სჯერა, რომ „ეფესბეს“ აგენტია, დანარჩენი - ფარცხალაძე, ამერიკა, რუსეთი, ყველა შეთანხმდა, აბსოლუტურად ყველა, მაგრამ თქვენ ვერ იჯერებთ და რატომ ვერ იჯერებთ იცით? სავარაუდოდ თქვენც წვლილი მიგიძღვით. მე მაქვს კითხვა, გახსოვთ თქვენი მოადგილე იყო სოსო გოგაშვილი. ციხეში გყავთ ახლა გამოკეტილი ,რადგან აღარ მოსწონხართ და ასეთი რაღაც თქვა ამ ადამიანმა. ბატონო ვახტანგ, ეს კაცი გეცნობათ? ბორტნიკოვი - „ეფესბეს“ დირექტორი, თქვენზე თქვეს, რომ ამ ადამიანს ხვდებოდით, აგერ არის გენერალი სერგეი ბესედა, ოღონდ თქვენმა მოადგილემ თქვა, ერთად რომ წყვეტდით შავ-ბნელ საქმეებს.

ასევე, შეხვდით გენერალი სედოვს და სხვათა შორის თქვენ თვითონ დაგყავდათ ეს ადამიანები თქვენივე რესტორანში ხინკლის საჭმელად, ოღონდ ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს თქვენი მოადგილე. ამაზე გამოძიება დაიწყეთ? რომ თქვენმა მოადგილემ გამხილათ. სხვათა შორის, იოსებ ჭელიძე იყო ნახსენები გოგაშვილის მონაყოლში, ეს იოსებ ჭელიძე გამოიკითხა? ბორტნიკოვს რომ ხვდებოდით, ელარჯს რომ უწელავდით და ხინკალს აჭმევდით? თქვენ მართლა გგონიათ, რომ ვინმეს სჯერა, რომ რუს გენერლებს არ პატიჟებდით საქართველოში? თქვენმა მოადგილემ გამხილათ, საქმე არავის არ გამოუძიებია, თქვენ ისევ თანამდებობაზე ხართ, აგერ ფარცხალაძე „ფეესბეს“ აგენტიაო და ვინმეს ჰგონია რომ საქართველოს მოქალაქეს სჯერა, რომ „ფეესბეს“ აგენტი არის მარტო ფარცხალაძე, რომელიც არაფერს არ უარყოფს და რუსებიც ამბობენ, რომ ჩვენი პატრიოტიაო, მამუკა მდინარაძეს არ სჯერა, ვერაფრით ვერ დააჯერა ვერავინ. დღეს გამოვიდა და თქვა, რომ გამოძიებამ რა კითხვა უნდა დაუსვასო, არ იცოდა რომ დაიბარეს დაკითხვაზე, მერე გაიგო და თქვა, უი გამოძიება მიმდინარეობსო, როგორც ჩანს მესიჯ ბოქსს ვერ აყევით კარგად, ხშირად უნდა ჩაიხედოთ ხოლმე ჩათში. მე ჩემი წარმოდგენა მაქვს თქვენს დამოკიდებულებებზე თუ როგორ უყურებთ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და იგივე პოლიციელებზე რომ ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ 30 ათასი ლარი ყოველ თვეში დანაზოგი რომ გაქვთ, რამდენი ათეული წელი უნდა იმუშაოს პოლიციელმა რომ ეს ფული დააგროვოს?“

მიმართს ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი