ყარაბაღის კონფლიქტი - ვითარება ერევანში

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე დაძაბულია ვითარება ერევანში, სადაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტების ნაწილმა მთავრობის შენობის შესასვლელი გადაკეტა და ბლოკადა მოაწყვეს. საპროტესტო აქციაზე უკვე დაკავებულია 80-ზე მეტი პროტესტანტი, მათ შორისაა სომხეთის მეორე პრეზიდენტის შვილიც. პროცესებს წინ უძღოდა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ „ტერორისტული ოპერაციის“ ჩატარება, რომლის შედეგადაც, მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გამოაცხადა. პარალელურად დაიწყო ყარაბაღიდან ეთნიკური სომხების  მასობრივი გადინება სომხეთში. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი