
ზარნაძე არის დაახლოებული ამ ზონდერ ჯგუფებთან, ქართული ოცნების აქტივისტებთან, მხარდამჭერებთან. სახელი და გვარები შემიძლია დავადასტურო, ამოვიცნო - ამბობს ენმ-ის დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით:
"რაც მოხდა ყველამ ნახეთ, მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა. ეს კონკრეტული პიროვნება ზარნაძე არის დაახლოებული ამ ზონდერ ჯგუფებთან, ქართული ოცნების აქტივისტებთან, მხარდამჭერებთან. სახელი და გვარები შემიძლია დავადასტურო, ამოვიცნო.
მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 პიროვნება, მეტი, ალბათ, მანქანებით შემოვარდნენ. დალეწეს. 112-ის კამერებიც აყენია აქ. იმედია, ამოიღებენ, ძირს დაგვაგდეს, თავში მაქვს ნარტყამი. დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე მომქცეოდნენ ასე. მეძახდნენ, ხომ წამოგვაგეო პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ", - ამბობს ეძგვერაძე "ფორმულასთან".
შეგახსენებთ, საკრებულოში დღევანდელი ხელჩართული დაპირისპირების შემდეგ, ეძგვერაძეს ხელკეტებით შეიარაღებული პირები საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარის შემდედ, ადგილზე მივიდნენ ენმ-ის ლიდერები. პოლიციამ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.