საავადმყოფოში, სადაც დაზარალებულები წვანან პოლიციელები შეიჭრნენ, ზეწოლას ახდენდნენ დაზარალებულებზე და ექიმებზე - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, საავადმყოფოში, სადაც გლდანში მომხდარი თავდასმხმის დროს დაშავებულები იმყოფებიან, პოლიცია შეიჭრა და ზეწოლას ახდენდნენ როგორც ნაცემ ადამიანებზე, ისე ექიმებზე:

"საავადმყოფოში, სადაც დაზარალებულები წვანან, შეიჭრნენ პოლიციელები, ზეწოლას ახდენდნენ დაზარალებულებზე და ექიმებზე. ცხადია გავაგდეთ სათითაოდ. კრიმინალები!" - წერს ელენე ხოშტარია

 

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ენმ-ის დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და სცემეს. ნაცემი არიან ეძგვერაძის მეგობრებიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი