კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 42 მოქალაქესა და 22 იურიდიულ პირს, მათ შორის ეკონომიკის უმაღლეს სკოლას

გამოქვეყნდა:

კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 42 მოქალაქესა და 22 იურიდიულ პირს, მათ შორის ეკონომიკის უმაღლეს სკოლა (HSE), MGIMO-ს და გაზეთ Komsomolskaya Pravda-ს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

სანქციები შეეხო გამოცემა Vzglyad-ს, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს, რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას, ვალდაის სადისკუსიო კლუბს და "იუნარმიას" (თავდაცვის მინისტრ შოიგუს ინიციატივით შექმნილი "პატრიოტული მოძრაობა").

სანქცირებულ პირებს შორის არიან MGIMO-ს რექტორი ანატოლი ტორკუნოვი, შრომის სამინისტროს ხელმძღვანელი ანტონ კოტიაკოვი, პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი, ანდრეი კორტუნოვი, დიმიტრი ტრენინი და Rossotrudnichestvo-ს ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი.

სანქციების სიაშია რუსი ტანმოვარჯიშე ნიკიტა ნაგორნი, რომელიც ხელმძღვანელობს იუნარმიას შტაბ-ბინას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი