
Українська правда-ს ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს "შაჰიდის" ტიპის დრონებით შეუტიეს.
როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ამბობს, უკრაინელებმა 12 "შაჰიდი" ჩამოაგდეს. მისივე თქმით, დრონების ნამსხვრევებმა დნეპროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დააზიანა. დრონებით იერიშის შედეგად დაზიანდა ორი ავტოგასამართი სადგური და შუქნიშანიც.
ლისაკის თქმით, თავდასხმები არ წყდება ნიკოპოლშიც. მძიმე არტილერიით შეუტიეს ჩერვონოგრიგორივსკას თემსაც. განადგურდა 10 კერძო სახლი. დაზიანდა 5 სამეურნეო შენობა და გაზსადენი.
დაღუპულების ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე ნახეთ: