
გასულ ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქს "Onyx"-ის ტიპის რაკეტებით შეუტია. სარაკეტო საფრთხის გამო, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის სამხრეთ რეგიონებში.
მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
"ორი რაკეტა მოხვდა ოდესის რეკრეაციულ ზონაში, მაგრამ ეს არის ღია ტერიტორია. კრიტიკული დაზიანებები არ ყოფილა," - განაცხადა სამხრეთ თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკიმ.