
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2023 წლის 8 თვეში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტმა 112,112,000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 21.7 მილიონით აღემატება.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის სანქცირების ფონზე ვაჭრობისა და ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საზიანოა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
მათივე ცნობით, ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი 10 კომპანიიდან 8 ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული.