უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერბოვოში რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს - ალექსანდრ ტარნავსკი

გამოქვეყნდა:

ტავრიას ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, ალექსანდრე ტარნავსკიმ, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს რეგიონში, ვერბოვოში, რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს.

"მარცხენა ფლანგზე [ვერბოვის ქვეშ] გვაქვს გარღვევა და ვაგრძელებთ წინსვლას. არც ისე სწრაფად, როგორც მოსალოდნელი იყო, არა როგორც მეორე მსოფლიო ომის ფილმებში," - თქვა ტარნავსკიმ 

ამას გარდა, ტარნავსკიმ აღნიშინა, რომ ახლა არც რუსები არ იყენებენ დიდ ფორმირებებს, კომპანიებს, ბატალიონებს ან ბრიგადებს. ისინი იყენებენ თავდასხმის ნაწილებს, 10-15-კაციან ჯგუფებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი