
უკრაინის ქალაქ კრემენჩუკზე 22 სექტემბერს განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა.
მათგან სამ ადამიანს, რომლებიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, როგორც უკრაინული მედია წერს, მათი მდგომარეობა უცვლელია.
შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა 22 სექტემბერს განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, დმიტრო ლუნინიმ განაცხადა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა მიმდებარე შენობებიც.