ზელენსკიმ შენონის აეროპორტში დაუგეგმავი შეხვედრა გამართა სუდანის სუვერენული საბჭოს თავმჯდომარესთან

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა შენონის აეროპორტში (ირლანდია) დაუგეგმავი შეხვედრა გამართა სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს თავმჯდომარე აბდელ ფატაჰ ალ-ბურგანთან - ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა სუდანის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"თანამოსაუბრეებმა განიხილეს უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, კერძოდ, რუსეთის მიერ დაფინანსებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობა" აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ზელენსკიმ აბდელ ფატაჰ ალ-ბურგანი ჰუმანიტარული ინიციატივის, Grain From Ukraine-ის მხარდასაჭერად მიიწვია, რომლის მიზანია აფრიკის ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის საკვების მიწოდება, ასევე გლობალური მშვიდობის სამიტში გაწევრიანება.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო პლატფორმები.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით აშშ-სა და კანადაში იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი