თუ ამათ სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ, მაშინ იმ ბანდიტებს რა უნდა მისცენ? - ანზორ მელია ენმ-ის დაკავებულ წევრებზე

გამოქვეყნდა:

დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც ენმ-ის დაკავებული წევრები იმყოფებიან, ანზორ მელია იმყოფებოდა. მან ხელისუფლების მხრიდან წახალისებულ ძალადობაზე ისაუბრა

''ერთი-ერთზე გავს ეს ყველაფერი. თანაც რა ხალხი დაიჭირეს. მე არ ვიცი. თუ მაგათ უნდათ ( ამ მთავრობას), რომ იყოს სიმშვიდე, იყოს განვითარება, შევიდეთ ევროკავშირში არ უნდა გამოვარჩიოთ შენიანი და ჩემიანი. ყველას ერთნაირად უნდა მოვექცეთ. თუ ამათ სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ, მაშინ იმ ბანდიტებს, რომლებიც მიუვარდნენ ირაკლის და კახას სახლში, იმათ რა უნდა მისცენ მაშინ?!'' - ამბობს ანზორ მელია

შეგახსენებთ, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გუშინ, გლდანში მას შემდეგ დააკავეს რაც ისინი ენმ-ის ნაცემი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი