
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა ავდიივკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს.
არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, რადგან სახლის მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას დროულად გაიყვანეს.
სამხარეო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ავდიივკა ყოველდღიურად მძიმე თავდასხმების ქვეშაა და მხოლოდ დღეს, რუსებმა ქალაქი უკვე ორჯერ დაბომბეს.