საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა.

"იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ" მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია) , - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების - Lufthansa-ს, AirFrance-ის და airBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება დადგენილი განრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ საზღვრები ევროკავშირის ხუთ ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს უპირობოდ 8 ივლისს გაუხსნარაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებს, ქვეყანაში მოგზაურობა დაუბრკოლებლად შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ამავე ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, უკან დაბრუნების შემთხვევაში,
ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ცის გახსნა არაერთხელ გადადო. თავდაპირველი ინფორმაციით, ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი