
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის დაბომბეს. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, დაიღუპა 65 წლის ქალი, რომელიც დაბომბვის დროს, საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
გარდა ამისა, დაჭრილია კიდევ ერთი ადგილობრივი, 27 წლის ახალგაზრდა.