ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის კადრები - "ოცნებისა" და მისი მომხრეების ხელწერად ქცეული ძალადობა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის კადრები გლდანში, გვიან საღამოს, მოქალაქეებმა გადაიღეს. კადრებში კარგად ჩანს ათეულობით თავდამსხმელი, რომელიც საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძესა და მის სამ მეგობარს გაუსწორდა. მოძალადეები პოლიტიკოსსა და მის მეგობრებს  ბავშვებისა და ოჯახის წევრების თვალწინ სცემდნენ. ანგარიშსწორებისას იყენებდნენ ხელკეტებსა და სავარჯიშო რკინის გირებს. 

ძალადობა ოპონენტებზე მმართველი გუნდისა და მისი მომხრეების ხელწერად იქცა. გლდანი ყოველ არჩევნებზე და არჩევნების წინ არის დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიცენტრი. ასე მოხდა 2020 წლის არჩევნებზეც. მაშინაც ერთ-ერთი სამიზნე ირაკლი ეძგვერაძე იყო. 

ოპოზიციის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას იარაღით დაემუქრნენ არავინ დასჯილა. ახლა წინ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია. ოპოზიცია გუშინ მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებისა და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს, თუმცა დაკავებული ჯერ მხოლოდ ექვი თავდამსხმელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი