რა გამოცდილებით და ვისი დავალებით დაინიშნა ავიაკომპანიებში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი? ალექსანდრე ჭიკაიძე ერთ ავიაკომპანიაში მეწილეა, მეორეში კი უსაფრთხოების თანამშრომლისა და დირექტორის მრჩევლის პოზიცია უკავია. "მთავარ არხს" უყვებიან, რომ მის უკან რეალურად პრემიერი და მისი უახლოესი გარემოცვა დგას. ავიაკომპანიებშიც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვამ, ე.წ. კახურმა კლანმა დაასაქმა და წილებიც გადაუფორმა.
ჯორჯიან ვინგსს, რომელიც თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენებს ახორციელებს, ორი მეწილე ჰყავს, კომპანიის 50% იანი წილის მფლობელი ჭიკაიძეა, დანარჩენი ნახევარი კი ქართველი პილოტის, ზაურ ქორთოშიძის შვილს, თორნიკე ქორთოშიძეს ეკუთვნის.
დოკუმენტებითაც დასტურდება რომ ოცნების ყოფილი მინისტრის საქმიანობა მხოლოდ ერთი ავიაკომპანიით არ შემოიფარგლება. ირკვევა რომ ალექსანდრე ჭიკაიძე ავიაკომპანია თუშეთში - დირექტორად, ჯორჯიან ვინგსში მეწილედ, ხოლო ავიაკომპანია ჯეო სკაიში უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზეა დასაქმებული. როგორც ჩანს ყოფილი ძალოვანი დიდი ავიაციით მინისტრობიდან წასვლის შემდეგ დაინტერესდა.