ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არჩამორთმევის გადაწყვეტილება დროში დაემთხვა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტში წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებას. სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ ბანკში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ მიღებული გადაწყვეტილებს შემდეგ, მის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატის უკან გაწვევა მოითხოვა, თუმცა უმრავლესობამ მაინც დაამტკიცა ორივე კანდიდატი. მათ შორის ,,ქართული ოცნების'' ყოფილი თანაგუნდელი და ბიძინა ივანიშვილის მეხოტბე, ნანა ყეინიშვილი, რომელსაც საბანკო სექტორში საქმიანობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. მის სახელს უკავშირდება არაერთი გახმაურებული საქმე და თაღლითური სქემა, თუმცა გამოძიება არასდროს დაწყებულა და არც დაინტერესებულა ,,ქართული ოცნების'' შემომწირველის საქმიანობით.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე