უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონეთს მადლობა გადაუხადა და პოლონელი ჟურნალისტი და მოხალისე ექიმი დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
ზელენსკიმ ჟურნალისტი ბიანკა ზალევსკა პრინცესა ოლგას II - ის ხარისხის ორდენით, ხოლო მოხალისე ექიმი დამიან დუდა ღირსების III ხარისხის ორდენით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინა- პოლონური თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის დააჯილდოვა.
''მე ვამაყობ, რომ უკრაინას ასეთი ძლიერი სამეზობლო ჰყავს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლონელს'' - განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ პოლონელი ჟურნალისტი ზალევსკა 2014 წლიდან დონბასში მუშაობდა, სადაც მძიმედ დაიჭრა. მან როგორც მოხალისემ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გადაიტანა და ასევე მძიმედ დაავადებული ბავშვების პოლონეთის საავადმყოფოებში გადაყვანა შეძლო. მოხალისე ექიმის დახმარებით, კი ექიმების ჯგუფმა ფრონტის ხაზზე დაჭრილი ჯარისკაცების პოლონეთის ჰოსპიტლებში გადაყვანა მოახერხა.
ზელენსკიმ ჯილდოები მათ პოლონეთის ქალაქ ლუბლინში გადასცა, ამერიკული და კანადური ვიზიტებიდან უკრაინაში დაბრუნებისას.